ახალიგუნდის ჩატი, რუკა და სხვა

განცხადება 10 წამში,მთელი სააგენტო ერთ სისტემაში

Goblin აკოპირებს განცხადებას myhome.ge-სა და ss.ge-ზე ერთი ღილაკით, ინახავს ყველაფერს სააგენტოს ბაზაში და აძლევს მფლობელს სრულ სურათს: დღის გეგმები, კლიენტების მოთხოვნები, ანალიტიკა და რეიტინგი.

  • 14 დღე უფასოდ
  • ბარათის გარეშე
  • ქართულად, რუსულად, ინგლისურად
გადახედვის ფანჯარა: ფასი, საკომისიო, დეტალები და ფოტოები ჩასმამდეჩასმის პანელი: რა ჩაიწერა ფორმაში
ჩასმულია — 14 ველი და 12 ფოტო

დღის გეგმა14 / 20

3 კლიენტი ეძებს ასეთს
მუშაობს:myhome.gess.geGoogle ChromeMicrosoft Excel

10წმ

ფორმის შევსება ფოტოებით

2

საიტი ერთდროულად — Alt+3

0

ველი ხელით ასაკრეფი

250

აგენტამდე ერთ სააგენტოში

ახალი Goblin-ში

რა დაემატა ბოლო ხანს

გუნდის ჩატი არხებითა და თემებით, რუკა ახალი ფილტრებით, ID-ების ავტომატური შენახვა და მოხერხებული მობილური ვერსია.

გუნდის ჩატი

მთელი სააგენტო ერთ ჩატში — არხებით და თემებით

არხები კატეგორიებად (ზოგადი, გაყიდვები, ქირავდება), დახურული და მხოლოდ-სიახლეების არხები, როლები ფერებით და პირადი მიმოწერა.

  • თემები ცალკე პანელში — მთავარი არხი არ იტვირთება
  • @როლი, @everyone და @here მონიშვნები
  • /poll გამოკითხვა, /remind შეხსენება, /listing განცხადება
  • შემოსულები: მონიშვნები, პასუხები და შეხსენებები ერთად
რუკა

სააგენტოს ყველა განცხადება რუკაზე

უბნები და რაიონები, ოთახები, ფასი და ფართი — ფილტრებით. ახალი განცხადება რუკაზე მაშინვე ჩნდება.

ID ავტომატურად

გამოქვეყნების შემდეგ ID თავად ინახება

Extension პოულობს ახალ განცხადებას თქვენს გვერდზე myhome.ge-სა და ss.ge-ზე და ID-ს სწორ ჩანაწერს უკავშირებს — სხვა განცხადების ID-ს არასოდეს გადააწერს.

ტელეფონზე

ჩატი და რუკა ჯიბეში

ტელეფონზე ყველაფერი ეკრანს ერგება: გადაფურცლეთ არხებს შორის, დააჭირეთ და გეჭიროთ შეტყობინებას — რეაქციები და მოქმედებები ქვემოდან ამოდის.

ნახეთ, როგორ მუშაობს — ერთი განცხადების გზა

კოპირება, გამოქვეყნება, რუკა და გუნდის ჩატი: ყველაფერი ერთ სისტემაში, ხელით გადაწერის გარეშე.

statements.myhome.ge/ka/statement/create
გარიგებაქირავდება
ფართი85 მ²
ქუჩაჭავჭავაძის გამზ.
ფასი1 100 $
ფოტოები

ჩასმულია — 14 ველი

შეამოწმეთ და გამოაქვეყნეთ

გამოქვეყნება

მოლოდინში… ატვირთულიაID 32100001

ხელით გადაწერას წუთები უნდა. Goblin-ს — წამები.

აგენტის დრო ზარებს და ჩვენებებს უნდა ხმარდებოდეს, არა ველების კოპირებას.

ჩვეულებრივ

  • ყოველი ველი და ფოტო ხელით გადააქვს ერთი საიტიდან მეორეზე
  • მესაკუთრის ნომრები და შენიშვნები — რვეულებში და ჩატებში
  • მფლობელმა არ იცის, ვინ რამდენი განცხადება დადო და რა ფასად
  • კლიენტის მოთხოვნები იკარგება — გუნდმა არ იცის, ვის რას ეძებს

Goblin-ით

  • Alt+2 — ფორმა და ფოტოები ივსება თავისით, თქვენ მხოლოდ ამოწმებთ
  • ყველა განცხადება, მესაკუთრე და შენიშვნა ერთ დაშიფრულ ბაზაში
  • ანალიტიკა, დღის გეგმა და რეიტინგი — რეალურ დროში
  • მოთხოვნები, რომლებსაც ბაზა თავად უძებნის შესაფერის განცხადებებს

ყველაფერი, რაც სააგენტოს სჭირდება — ერთ ადგილას

ერთი ღილაკი — ორი საიტი

გახსენით განცხადება და დააჭირეთ Alt+1, Alt+2 ან Alt+3. ფორმა, მისამართი, ფოტოები და თარგმანი ივსება თავისით.

  • გადახედვის ფანჯარა: ფასი, საკომისიო, ფოტოები ჩასმამდე
  • მესაკუთრის ნომერი არასდროს გადადის ახალ განცხადებაში
  • გამოქვეყნების შემდეგ ახალი ID თავისით ემატება ბაზაში
ss.ge / myhome.ge
გარიგებაქირავდება
ფართი85 მ²
ქუჩაჭავჭავაძის გამზ.
ფასი1 100 $
ფოტოები12 / 12
ჩასმულია — შეამოწმეთ და გამოაქვეყნეთ
Alt + 2

ყოველდღიური ხელსაწყოები, რომლებითაც სააგენტო მუშაობს

ჩვენებიდან ხელშეკრულებამდე და ხელფასამდე — ცალკე ცხრილები, ჩატები და Word-ის ფაილები აღარ გჭირდებათ.

ჩვენებები და კალენდარი

აგენტი ნიშნავს ჩვენებას, კოლეგები წარმატებას უსურვებენ, მენეჯერი ხედავს, ვინ რამდენი ჩაატარა. შეხსენება — საათით ადრე.

15:30ვაკე, ჭავჭავაძის 12 · 1 500 $ 2
18:00საბურთალო, ფეიქრების 8 · 380 $ 1

ნომრებს ხედავს მხოლოდ აგენტი და მენეჯმენტი

ხელშეკრულებები

9 შაბლონი: ქირავნობა, ნასყიდობა, ბე, საბროკერო, მიღება-ჩაბარება… ივსება ბინიდან, იბეჭდება ან იგზავნება.

✓ PDF

გარიგებები

ჩვენება → შეთავაზება → დადება. ყველა ეტაპი და საკომისიო ერთ დაფაზე.

ჩვენება

შეთავაზება

დაიდო

ბმული კლიენტს

რამდენიმე ბინა ერთი ბმულით — მესაკუთრის ნომრის გარეშე. კლიენტი ნიშნავს, რაც მოეწონა.

goblin.ge/s/k3x9… კლიენტს მოეწონა 2

საკომისიო და ხელფასი

თვის ანგარიში აგენტების მიხედვით — ვის რამდენი ეკუთვნის. Excel-ში ერთი დაჭერით.

ნ.კ.2 400 $
ლ.მ.1 650 $

ექსპორტი ნებისმიერ ფორმატში

ლამაზი Excel ფილტრებითა და შეჯამებით, Word ბარათები, PDF ბეჭდვისთვის, CSV.

ExcelWordPDFCSV

ხარისხი და ფასის შემოწმება

რა აკლია განცხადებას და ბაზარზე ძვირია თუ იაფი — სანამ გამოაქვეყნებთ.

86ბაზრის ფასია

კალენდარი და გაგრძელებები

ჩვენებები, ქირავნობისა და ხელშეკრულებების დასრულება ერთ კალენდარში — დროზე დარეკავთ გაგრძელებაზე.

1213141516171819202122232425

● ჩვენება● ქირავნობა მთავრდება● ხელშეკრულება

როგორ გადის აგენტის დღე

დილის გეგმიდან საღამოს ანგარიშამდე — ყველაფერი ერთ სისტემაში, ხოლო მენეჯერი ყველაფერს ხედავს ზედმეტი კითხვების გარეშე.

დაიწყეთ უფასოდ
  1. 09:30

    დღის გეგმა

    დღეს: 20 ბინა ქირით 400$-მდე. პროგრესი ითვლება თავისით.

  2. 11:00

    განცხადებები ერთი ღილაკით

    Alt+2 — და განცხადება გადადის ss.ge-ზე, მესაკუთრის ნომრით ბაზაში.

  3. 12:00

    გუნდის ჩატი

    #გაყიდვები: კოლეგამ თემაში დაწერა — ვაკის ბინისთვის კლიენტი ჰყავს.

  4. 13:00

    ბმული კლიენტს

    3 შესაფერისი ბინა WhatsApp-ით. კლიენტმა ერთი მოიწონა.

  5. 14:30

    შეხსენება

    „ჩვენება ერთ საათში“ — საიტზე, ტელეფონის კალენდარში და ელფოსტით.

  6. 15:30

    ჩვენება

    კოლეგებმა წარმატება უსურვეს. ჩვენების შემდეგ — „შეთავაზება“.

  7. 17:00

    ხელშეკრულება

    ქირავნობის ხელშეკრულება ბინიდან ავტომატურად შევსებული — PDF და ბეჭდვა.

  8. 19:50

    საღამოს ანგარიში მენეჯერს

    ვინ შეასრულა გეგმა, რამდენი ჩვენება ჩატარდა, რამდენი საკომისიო შემოვიდა.

როგორ მუშაობს

  1. 1

    დააინსტალირეთ Extension

    ჩამოტვირთეთ Goblin-ის გვერდიდან და დააკავშირეთ თქვენს ბაზასთან ერთი კოდით.

  2. 2

    გახსენით განცხადება

    myhome.ge-ზე ან ss.ge-ზე დააჭირეთ Alt+1, Alt+2 ან Alt+3 — ან კუთხეში მცურავ ღილაკს.

  3. 3

    შეამოწმეთ და გამოაქვეყნეთ

    ფორმა და ფოტოები ივსება თავისით, განცხადება კი ბაზაში ინახება ახალ ID-ებთან ერთად.

სააგენტოს მფლობელს

დაინახეთ, როგორ მუშაობს გუნდი — დღე-დღე, აგენტ-აგენტ.

  • ანალიტიკა: ვინ რამდენი შეინახა, გამოაქვეყნა, ნახვები, დაკლებული ფასი
  • დღის გეგმა: მიზნები აგენტებს და ავტომატური დათვლა
  • როლები, თანამდებობები და გუნდის მართვა
  • ორსაფეხურიანი შესვლა ყველასთვის და ანგარიშის გაზიარების კონტროლი
  • იხდით მხოლოდ იმდენ ადგილში, რამდენსაც იყენებთ
  • გუნდის ჩატი: არხები, როლები და დახურული არხები — თქვენ წყვეტთ, ვინ რას ხედავს

აგენტს

ნაკლები აკრეფა, მეტი გარიგება.

  • კოპირება ერთი ღილაკით — myhome.ge, ss.ge ან ორივე
  • კლიენტების მოთხოვნები და შესაფერისი განცხადებები ბაზიდან
  • რეიტინგი, სერია და დღის გეგმის პროგრესი
  • განცხადებების ნახვები ავტომატურად
  • ხელსაწყოები: საკომისიო, ფასი მ²-ზე, იპოთეკა, კურსი
  • გუნდის ჩატი: თემები, @მონიშვნები, გამოკითხვები და შეხსენებები
  • რუკა ფილტრებით: უბნები, ოთახები, ფასი და ფართი

მესაკუთრის ნომერი არასდროს გადადის ახალ განცხადებაში

Extension არ აკოპირებს განმთავსებლის სახელს, ტელეფონს და ელ-ფოსტას და აღწერიდანაც შლის ნომრებს. ფორმაში იწერება თქვენი კონტაქტი.

  • მესაკუთრის კონტაქტი — დაშიფრული
  • სხვა სააგენტოები ვერაფერს ხედავენ
  • Extension არაფერს აქვეყნებს თავისით
  • ორსაფეხურიანი შესვლა
კოპირება ერთი ღილაკით

29 ₾-დან აგენტზე თვეში

პირველი აგენტი 49 ₾, მე-2–მე-9 — 39 ₾, მე-10-დან — 29 ₾. ერთი პაკეტი, ყველა ფუნქციით.

გამოთვალეთ ფასი

14 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე

ხშირი კითხვები

რა არის Goblin?

სისტემა უძრავი ქონების სააგენტოებისთვის: Chrome-ის Extension აკოპირებს განცხადებებს myhome.ge-სა და ss.ge-ზე, საიტი კი ინახავს სააგენტოს ბაზას, კლიენტების მოთხოვნებს, დღის გეგმებს და ანალიტიკას.

Goblin აქვეყნებს განცხადებებს ჩემ მაგივრად?

არა. Extension ავსებს ფორმას და ფოტოებს, თქვენ ამოწმებთ და თავად აჭერთ გამოქვეყნებას.

ვინ ხედავს ჩვენს მონაცემებს?

მხოლოდ თქვენი სააგენტოს წევრები. მესაკუთრის და კლიენტის კონტაქტები ინახება დაშიფრულად.

რამდენ ხანში დავიწყებთ?

რეგისტრაცია, Extension-ის დაყენება და დაკავშირება — რამდენიმე წუთი. აგენტებს იწვევთ ბმულით.

რა ღირს?

14 დღე უფასოდ. შემდეგ — აგენტების რაოდენობის მიხედვით, 49 ₾-დან; რაც დიდია გუნდი, მით იაფია თითო აგენტი.

როგორ მუშაობს გუნდის ჩატი?

ყველა სააგენტოს აქვს საკუთარი ჩატი: არხები კატეგორიებად, თემები, პირადი მიმოწერა და ჯგუფები. სხვა სააგენტოები მას ვერ ხედავენ, დახურულ არხებს კი მხოლოდ არჩეული წევრები და როლები ხედავენ. უფლებებს (არხების მართვა, მიმაგრება, განცხადებები) მფლობელი აძლევს როლებს.

Goblin ტელეფონზე მუშაობს?

დიახ — საიტი, ჩატი და რუკა ტელეფონზე ეკრანს ერგება. განცხადების კოპირება Chrome-ის Extension-ით კომპიუტერზე ხდება.

დაიწყეთ დღესვე

დაარეგისტრირეთ სააგენტო, მოიწვიეთ გუნდი და დააკავშირეთ Extension რამდენიმე წუთში.

დაიწყეთ უფასოდ